რას წარმოადგენს კომპანია "Wall Architecture" ?

"Wall Architecture" არის არქიტექტურული ჯგუფი რომელიც დაარსდა 2010 წელს, არქიტექტორების ნიკა წულაიას და მამუკა ხარაზიშვილის მიერ.

ჩვენი კომპანია ქმნის არქიტექტურას, მისი მიზანია თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე თავისი ნამუშევრებით, პოზიტიური ცვლილებები მოუტანოს საზოგადოებას, თითოეული პროექტით შეცვალოს სივრცის მდგომარეობა გაუმჯობესებისკენ და ამით ხელი შეუწყოს არქიტექტურის განვითარებას.

ჩვენ ვასრულებთ სრულ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო მომსახურებას, ვთანამშრომლობთ სხვადასხვა გამოცდილ სპეციალისტებთან და კომპანიებთან.

საპროექტო ჯგუფი -

მამუკა ხარაზიშვილი - არქიტექტორი
2005-2011 წლებში სწავლობდა და დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი. 2012-2014 წელს სწავლობდა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში სპეციალობით - არქიტექტურათმცოდნეობა.
 
ნიკა წულაია - არქიტექტორი
2005-2011 წლებში სწავლობდა და დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი. 2012-2014 წელს სწავლობდა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში სპეციალობით - არქიტექტურათმცოდნეობა.

ლევან მასურაშვილი - არქიტექტორი 
2005-2011 წლებში სწავლობდა და დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი. 2012-2016 წლებში სწავლობდა და დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მედიახელოვნების ფაკულტეტი.