პოლიციის ადმინისტრაციული შენობა. 2014 წელი.
პროექტი შეირჩა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კონკურსის მეშვეობით. შენობა მდებარეობს თბილისში, ერთერთ ცენტრალურ მოედანზე, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის 46 ნომერში. შენობის იდეაა პოლიციისთვის თანამედროვე და ფუნქციურად გამართული ახალი ადმინისტრაციული ნაგებობის შექმნა ისე რომ გააჩინოს ახალი არქიტექტურული წერტილი მიმდებარე გარემოში. მართკუთხა გეომეტრიული ფიგურების ერთმანეთზე დალაგებით მიღებულია საინტერესო კომპოზიციური მოცულობა. მოსაპირკეთებლად გამოყენებულია თანამედროვე თერმოსაიზოლაციო მასალები და ვენტილირებადი ფასადი კომპაქტლამინატის სახით. შენობაში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს როგორც პოლიციის განყოფილება ისე დაცვის პოლიციის დეპარტამენტი.