ფერების კანიონი ანუ იმპრესია. 2011 წელი.

 აღნიშნული პავილიონი შეიქმნა კონკურსისთვის ,,სივრცე სივრცისთვის,, რომლის ორგანიზატორი იყო გოეთეს ინსტიტუტი. ის მიზნად ისახავდა, წარმოეჩინა ახალი აქცენტები ხელოვნების იმ სფეროში, რომელსაც ეწოდება ხელოვნება საჯარო სივრცეში (public art). პავილიონის სახელწოდებაა ფერების კანიონი ანუ იმპრესია.  პროექტი ყურადღებას ამახვილებს ხელოვნებაში და არამარტო ხელოვნებაში, ზოგადად თანამედროვე ცხოვრებაში ფასეულობების კრიზისზე, რომელიც მოიტანა თანამედროვე ცხოვრების უფროდაუფრო ვირტუალურ სამყაროში გადასვლის ტენდეციამ. წარმოდგენილი პროექტის მიზანია, ზემოქმედება მოახდინოს ადამიანზე ფერითა და ნახატით. პავილიონის დამთვალიერებელი შორიდან კი არ დააკვირდება ფერებს, არამედ თავად აღმოჩნდება მასში. დღისით მზის შუქი პავილიონის ჭერზე დამონტაჟებული სლაიდების გავლით  შემოანათებს და ფერებად მოეფინება მთელ შიდა სივრცეს. დამთვალიერებელი რომელიც ამ ფერებში აღმოჩნდება შეძლებს გადაერთოს ხელოვნებაზე, და შეიგრძნოს ის მთელი მისი მშვენიერებით.  ღამით პავილიონი ერთგვარ მონუმენტად იქცევა, ღამის სინათლე მოქმედებს პირიქით შიგნიდან გარეთ. როდესაც შიდა სივრცეში სინათლე აინთება, ის სლაიდებზე დაბეჭდილ ფერებს გარეთ გამოასხივებს. სლაიდებისთვის შერჩეულია ისეთი ცნობილი მხატვრების ნამუშევრები რომელთათვის ფერი გადამწყვეტ როლს ასრულებს თავიანთ ნამუშევრებში. ასევე შესაძლებელია სლაიდების მარტივი ცვალებად

პროექტი გახლავთ ერთერთი გაიმარჯვებული აღნიშნულ კონკურსის.

მდებარეობა – საჯარო სივრცე
დამკვეთი – კონკურსის გამარჯვებული
დასრულების თარიღი – 10.09.2011