სადიპლომო პროექტი 2011
შენობა წარმოადგენს გოგირდის აბანოების, გამაჯანსაღებელ კომპლექსს რომელიც შედგება ხუთი ბლოკისაგან, ისინი კომპაქტურად და კომფორტულადაა ერთმანეთთან დაკავშირებული. პირველ ბლოკში განთავსებულია მისაღები და კაფე-ბარი; მეორე ბლოკი წარმოადგენს ადმინისტრაციას და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრს; მესამე ბლოკი სასტუმროს; მეოთხე ბლოკი წარმოადგენს კოტეჯის ტიპის ნომრებს, მცირე შიდა ეზოებითა და აუზებით; ხოლო მეხუთე ბლოკში განთავსებულია თერმილ გოგირდოვანი აბანოები, საზაფხულო და ზამთტის მცირე აუზებით, მასაჟის ოთახებით, ყველა საჭირო დანადგარებით და სათავსოებით, ასევე რესტორანი.
გარეგნულად შენობა უნდა ყოფილიყო მაქსიმალურად სადა და ნეიტრალური, მაგრამ გავითვალისწინე ტბის დეპრესიული ბუნება თავისი სწორი ჰორიზონტით და უძრაობით შესაბამისად გადავწყვიტეთ განსხვავებით დღის საათებისგან ღამით შენობა პირიქით აქტიური გამხდარიყო და თავის თავზე აეღო მიმდებარე გარემოში დომინანტის ფუნქცია.