საკონკურსო პროექტი ძველ თბილისში. 2010 წელი

სტუდენტური პროექტი / 2009 წელი.

პროექტი დაფუძნებულია ”იკომოს საქართველოს” ,,ბრიტანული საბჭოს“ და „გოეთეს ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებულ ბეთლემის უბნის დეტალურ კვლევაზე.

პროექტი მდებარეობს თბილისის უძველეს, ბეთლემის უბანში. საპროექტო ტერიტორიაზე არსებული შენობის დანგრევის შედეგად გაჩენილი ცარიელი ადგილი შევსებულია ახალი მოცულობით.

მისი ძირითადი იდეაა ისტორიულ გარემოში ახალი სიცოცხლის და თანამედროვე არქიტექტურული ფორმების თუ ფუნქციების გაჩენა, ისე რომ  ჰარმონიულად ჩაეწეროს მიმდებარე გარემოში, და შეინარჩუნოს ადგილის სული.

აღნიშნული პროექტი გახლავთ სტუდენტური კონკურსის „ძველი თბილისის იდენტობა და სული“ გამარჯვებული.

მდებარეობა – ქ. თბილისი. ასკანის ქუჩა
დამკვეთი – სტუდენტური კონკურსის გამარჯვებული
დასრულების თარიღი – 10.06.2010